LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა 13 ივნისის უპრეცენდენტო კონსოლიდაციის შესახებ ისაუბრა

101

ადამიანების მსგავსი კონსოლიდაციის მხოლოდ რამდენიმე პრეცედენტი მახსენდება – 9 აპრილისა და 13 ივნისის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან განაცხადა, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან ერთად, სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.


პრემიერმა გასული წლის 13 ივნისის ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

„ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის , როდესაც ამდენი, თანაც ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ადამიანი ეწირება ბუნებრივ კატაკლიზმას , რომელიც გამოიწვია მეწყერმა, წყალდიდობამ და ყველაფერმა ერთად. მაინც უმთავრესი არის ის, რომ ეს იყო უდიდესი კონსოლიდაციის ნიმუში, პრეცედენტი – მთელი ერი გაერთიანდა და უდიდესი თანაგრძნობა იყო გამოხატული მთელი ერის, ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ იმისთვის, რომ გაეწმინდათ და ისევ წესრიგში მოეყვანათ ეს მიდამოები და არემარე. მართლაცდა, რამდენიმე პრეცედენტი მახსოვს მე ასეთი – ეს იყო 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ადამიანები მართლაც გაერთიანდნენ, ერთ მუშტად შეკრული იყო მთელი ერი და ეს იყო 13 ივნისის ტრაგედია. ისევ და ისევ ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები