Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პრემიერლიგის მამლაყინწა ბომბარდირი: პირველი ინგლისელი გამტანი პრემიერლიგაში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგის მამლაყინწა ბომბარდირი: პირველი ინგლისელი გამტანი პრემიერლიგაში

56

ჰარი კეინი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. “ტოტენჰემის” 22 წლის თავდამსხმელს 25 გოლი დაუგროვდა და მან თითო გოლით გაასწრო “ლესტერის” ჯეიმი ვარდისა და “სიტის” სერხიო აგუეროს.

წინა სეზონში ”მამლების” მთავარი გამტანი კეინი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, 21 გოლით. მაშინ საუკეთესო აგუერო გახდა, არგენტინელმა 26 გოლით დამაჯერებლად მოიგო პრემიერლიგის “ოქროს ბუცი”.

წელს 27 წლის აგუეროს ბევრი გაუცდა, თორემ საშუალო მაჩვენებელი ისევ ყველაზე კარგი აქვს, მან 24 გოლს (4 პენალტით) 2 375 წუთში მოუყარა თავი. ვარდიმ 24 ბურთი (5 პენალტით) 3140 წუთში შეაგდო. ხოლო კეინმა 25 გოლს (5 პენალტით) 3 370 წუთი მოანდომა.

კეინი “ტოტენჰემის” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბომბარდირად მოგვევლინა. 1992/93 წლების სეზონი ტედი შერინგემმა “ნოტინგემის” მაისურით დაიწყო, მაგრამ მალევე, აგვისტოში “დეზებში” გადაბარგდა და საბოლოოდ ბომბარდირობა მოიგო, 22 ბურთიდან 21 მან სწორედ “ტოტენჰემის” მაისურით შეაგდო.

ჰარი ამავდროულად 1999/2000 წლების მერე გახდა პირველი ინგლისელი, რომელიც ბომბარდირი გახდა. მაშინ ეს “სანდერლენდის” გოლეადორმა კევინ ფილიპსმა შეძლო 30 ბურთით.

სულ კეინს უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 86 მატჩში 49 გოლი გამოსდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები