LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგაში ყველაზე დიდ ხელფასს ალექსის სანჩესი მიიღებს

36

ლონდონის „არსენალის“ ჩილელი ვარსკვლავი ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედის” კონტრაქტს დათანხმდა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით სანჩესი კვირაში 505 000 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. ეს კი პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ანაზღაურებაა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, სანჩესის კონტრაქტი 4,5 წლიანია. ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელის დარეგისტრირება ლაუყოვნებლივ უნდა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში იგი უახლოეს მატჩში „ბარნლის“ წინააღმდეგ გამოიყენოს, თუმცა ტრანსფერი ჯერ დასრულებული არაა, ვინაიდან მასში „იუნაიტედის“ სომეხი ნახევარმცველი მხითარიანიც არის ჩართული. სწორედ მისი “არსენალში” გადასვლის თანხმობაა საჭირო.

არსებობს სხვა ვარიანტიც. მხითარიანი მანჩესტერში რჩება, ხოლო კლუბი “არსენალს” 35 მლნ ფუნტს ურიცხავს.

29 წლის ალექსის სანჩესის ტრანსფერი”იუნაიტედს” მთლიანობაში 118.3 მლნ ფუნტი უჯდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები