პრემიერლიგამ ახალი ლოგოს პრეზენტაცია მოაწყო.
ძველზე უარის თქმა გახდა საჭირო.
ინგლისელებმა ახალი ლოგო აჩვენეს, რომელიც მომდევნო სეზონიდან ყველა გუნდის მაისურების მკვლავზე აისახება. ინგლისის ჩემპიონ ”ლესტერისთვის” კი განსაკუთრებული – ოქროსფერი ლოგო დაამზადეს.
რებრედინგი აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერლიგას ბანკ Barclays-თან კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც 2004 წლიდან სატიტულო სპონსორი იყო.