LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი:”4 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდება C ჰეპატიტის დაავადების აღმოფხვრა”

91

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღეს „ საქართველოში C ჰეპატიტის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“ უნდა დაამტკიცოს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩინეს.

„ათასობით ოჯახი ასევე ვიხსენით სიღატაკისგან. ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ ინფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% უნდა გვყავდეს განკურნებული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობაა გადაუხადა ყველა პარტნიორს, გლობალურ ფონდს და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე სამთავრობო გუნდს, დავით სერგენკოოს ხელმძღვანელობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები