LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ვიზიტი გერმანიაში დაიწყო: ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა

129
ირაკლი კობახიძე,ოლაფ შოლცი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება.

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში  საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შედგა გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონიაც.

პრემიერ კობახიძეს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები