პრემიერმინისტრმა პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნები, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები შეაფასა.
მამუკა ბახტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
„სამწუხაროდ ვიხილეთ დესტრუქცია. ახლამ მიმდინარეობს ხმების დათვლა და მინდა კომისიას მოვუწოდო, მშვიდ გარემოში დაასრულოს ხმების დათვლა. იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ მეორე ტური იქნება“, – თქვა ბახტაძემ.
პრემიერმა მოუწოდა ყველას კომისიებს მისცენ საშუალება ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში დაასრულონ სამუშაო.