საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექიმ მერაბ კილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“მერაბ კილაძე – ადამიანი, რომელიც დააკლდა ჩვენს ქვეყანას…
ქართულმა მედიცინამ დაკარგა გამორჩეული ექიმი, ჩვენმა საზოგადოებამ კი – გულისხმიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული კაცი.
მთელი გულით თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.”