LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება

61
Untitled design (2)

ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით შეიცვლება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება:

“მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა – “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”.

ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.