LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „არასამთავრობო ორგანიზაციებმა შარშან, შარშანწინ ამერიკას იმედები გაუცრუეს, შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“

124
ირაკლი კობახიძე

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა შარშან, შარშანწინ იმედები გაუცრუეს ამერიკას, შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე: „რა არის იმის მიზეზი, რომ ამერიკამ დაფინანსება რვა მილიონი დოლარით შეამცირა?“, პრემიერმა უპასუხა:

„ვერ გეტყვით, ამ გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები