LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: აღდგომა უკავშირდება იმედს, განახლებას და უკეთესი მომავლის რწმენას, ყველას გილოცავთ და მინდა, გისურვოთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების და ყველაფერი საუკეთესოს მომტანი

140
BeFunky-collage (2)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

პრემიერმა მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

„ქრისტე აღდგა. მინდა, ყველა ქრისტიანს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს ვუსურვო სტაბილურობა.

დღევანდელო დღე უკავშირდება იმედს, განახლებას და ჩვენს რწმენას, რწმენას უკეთესი მომავლის, ხვალინდელი დღის.

ყველას გილოცავთ და მინდა, გისურვოთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი და ყველაფერი საუკეთესოსი.

ჩვენი ბრძენი პატრიარქის ყოველი სიტყვა არის ბრძნული და დასაფიქრებელი, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო, ღრმა და ბრძნული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე – „ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს“

უდიდეს გულისტკივილს იწვევს მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებს – ილია მეორე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები