ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, სტივ უანდერმა ორი ახალი კომპოზიცია, Can’t Put It in The Hands Of Fate და Where Is Our Love Song გაავრცელა. პირველ ნამუშევარში ჰიპ-ჰოპ არტისტები Rapsody, ბასთა რაიმზი, Cordae და Chika მონაწილეობენ, მეორე კომპოზიციაში კი მას პარტნიორობას Gary Clark Jr უწევს.
აღსანიშნავია, რომ 25 „გრემის“ მფლობელმა არტისტმა განაცხადა, რომ ის ახალ ალბომზე Through the Eyes of Wonder მუშაობს.
შეგახსენებთ, სტივი უანდერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია, ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.