8 „გრემის“ მფლობელმა ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, აშერმა კომპოზიციაზე, I Cry გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის რეჟისორი თავად აშერი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ კლიპში მოძრაობა Black Lives Matter-ის საპროტესტო აქციებზე გადაღებული კადრებია გამოყენებული. გაყიდვებიდან შემოსული თანხა ანტირასისტულ ორგანიზაციებში გადაირიცხება.
შეგახსენებთ, ამერიკელმა რიტმ-ენდ-ბლუზ და პოპ-მომღერალმა პოპულარობას 1990-იანი წლების ბოლოსკენ მიაღწია. დღეისთვის არტისტს მსოფლიო მასშტაბით 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.