Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პრემიერ-მინისტრმა სათხილამურო ფედერაციასთან სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრმა სათხილამურო ფედერაციასთან სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილა

69

სამთო–სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართა.

როგორც „ფორტუნას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ზამთრის სპორტის განვითარების მნიშვნელობას, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისა და მთის პოტენციალის გამოყენების მიზნით.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ახლადარჩეულმა ვიცე–პრეზიდენტმა, სპორტულმა ჟურნალისტმა პატრიკ ლანგმა გამოთქვა სურვილი, საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი კონტაქტები გამოყენოს საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად.

„ამჟამად მე ვარ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და  ჩემთვის საპატიოა, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილებით სარგებელი მოვუტანო საქართველოს, რათა სრულად გამოვიყენოთ  მისი უმშვენიერესი მთის რეგიონების პოტენციალი.  ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ასეთი სლოგანისა და ლოგოს პოპულარიზაცია: „საქართველო – სათხილამური სპორტის ქვეყანა!“  ამ მხრივ საქართველოს  შესახებ კარგად არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც  ჩვენ  გვაქვს ზამთრის სპორტისთვის კარგად განვითარებული ოთხი რეგიონი.  ჩემი სურვილია,  მთავრობასთან ერთად განვიხილოთ ბავშვებს შორის სათხილამურო და ზამთრის სხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციისა და ამ მიზნით საგანამანათლებლო სამუშაოების ჩატარების გზები.  ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ამ მხრივ პოტენციალის სრულად გამოყენების პროცესში,“ – განაცხადა პატრიკ ლანგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ ლანგი არის ევროპის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჟურნალებისა და ინტერნეტ გამოცემების  კორესპონდენტი. იგი FIS-ის მსოფლიო თასის ჩემპიონატის დამაარსებლის – სერგი ლანგის შვილია. პატრიკ ლანგი არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი,  მთის კურორტების  განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.