LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ახალ ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა

36
Untitled design (2)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.

მთავრობის მეთაურმა აშოტ სმბატიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები