Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა

51

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ამ გზაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებებსა და კერძო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ეკისრებათ.

”მხარეებმა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ბელგიელი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში, რომელიც, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 2016 წლის ნოემბერში იგეგმება. ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველომ, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას, ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ბელგიის სამეფოს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ბელგიის სამეფოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გიორგი კვირიკაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მიიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები