2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი თებერვლის ბოლოს მთავრდება.
პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.
2018 წლის 1 დეკემბრიდან გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი 2019 წლის დაჯილდოებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი – 35 წელი. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.
ნომინაციები:
I – საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი
II – საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი
III – საუკეთესო ქანდაკება
IV – პრემია -სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენ ფეისბუქის გვერდს – facebook.com/oftalmij
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“