LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით” – ფხაკაძე სინოფარმით ორჯერ აცრილ ჟურნალისტს

22985
fxakaZe nini

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოზიტიურად შეაფასა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა.

თუმცა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს.  როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დაბალეფექტიანი ვაქცინებით აცრილი ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.

ფხაკაძის განცხადებით, დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.

ჯანდაცვის ექსპერტი იმედოვნებს, რომ მის ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ.

გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს

გიორგი ფხაკაძის აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა:

“მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”

ამ კითხვის საპასუხოდ, ფხაკაძემ “კვირის თემის” წამყვანს, ნინი ხუგაშვილს ასე უპასუხა:

“თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი. შესაბამისად, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.