LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაიდის რამდენიმე მოწინააღმდეგე პოლიციამ დააკავა – ისინი მდუმარე აქციის მონაწილეებს ქვებს ესვრიან, ისმის ასაფეთქებლების ხმაც

66
3232

რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის და რკინის ჯებირების ნაწილი გაარღვიეს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისინი დააკავეს.

პრაიდის მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეებს ქვებს ესვრიან. ადგილზე ისმის აფეთქების ხმაც, რომელსაც არსებული ინფორმაციით, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყენებენ. 

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დამატებითი მობილიზება მოხდა, განთავსებულია რკინის ბარიკადები.