LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

94
პრაიდი

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 5 ივლისს მათ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ორგანიზაციის დირექტორი ავრცელებს. მარიამ კვარაცხელიას თქმით, ბრალი 3 პირს ჰქონდა წაყენებული.

მისი განცხადებით, სასამართლომ ვერცერთი მათგანის შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და მათ ბრალი მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შეჭრის მუხლით დაუკვალიფიცირა (სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით. ამასთან, ბრალდება არ შეიცავს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კომპონენტს.

კვარაცხელია აღნიშნავს, რომ პრობლემურია ისიც, რომ ბრალი მხოლოდ 3 ადამიანს ჰქონდა წარდგენილი მაშინ, როცა ინციდენტის ამსახველ კადრებში მინიმუმ 10 პირი ჩანდა.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების მიღებას საქალაქო სასამართლოსგან ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები