LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაგმატული პოლიტიკის დრო დადგა – თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს

55
BeFunky-collage (17)

პარლამენტის თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ აცხადებს, რომ ქვეყანაში პრაგმატული პოლიტიკის დრო დადგა და ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს ჩაერთოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში.

“დემოკრატია და პოლიტიკური ბალანსი კანონის უზენაესობას ემყარება. მონაწილეობაზე უარი, ინსტიტუტებზე ძალადობა და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება. ოპოზიციამ თავიდან უნდა აიცილოს ეს დღის წესრიგი და პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს. დადგა პრაგმატული პოლიტიკის დრო”, — წერს თალაკვაძე ტვიტერზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები