პრაღის სასტუმროები საათობრივ ანაზღაურებაზე გადადიან. ჩეხეთის დედაქალაქში იანვრის თვიდან ფრანგული სერვისი „Dayuse“ ამოქმედდა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ნომერი მოკლე ვადით, ანუ სულ რამდენიმე საათით დაიქირავონ. ამ დროს ფასიც, შესაბამისად, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება. ამ სერვისით როგორც წესი, ის ტურისტები სარგებლობენ, რომლებსაც თავისი ფრენის მოლოდინში რამდენიმე საათი აქვთ და დასვენებაზე უარს არ იტყოდნენ. ეს შეთავაზება მისაღებია ასევე სასტუმროებისთვისაც, რადგან როგორც წესი, ისინი დღის განმავლობაში ცარიელია და რამდენიმე საათით გაქირავებაც შემოსავლის წყარო იქნება. საინტერესოა, რომ სერვისი Dayuse მსოფლიოს 16 ქალაქში არსებობს.