LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის რესტორანში ჰიჯაბით შემოსილ ქალბატონებს არ შეუშვებენ

21

პრაღის რესტორანმა ჰიჯაბით შემოსილ ქალბატონებს შესვლა აუკრძალა. ჩეხეთის რესპუბლიკა ნამდვილი დილემის წინაშე დგას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასამართლომ სკოლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და მიგრანტ მოსწავლეებს თავშალის ტარების უფლება მისცა. ეს მაშინ, როცა ერთ-ერთმა ცნობილმა რესტორანმა ჰიჯაბის წინააღმდეგ კანონი შემოიღო. რესტორნის კარზე გაჩნდა დიდი ნიშანი, რომელიც ქალბატონებს თავშლის ტარებას უკრძალავს.

სიახლემ აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ამიტომ რესტორნის მეპატრონეს ნიშნის მოხსნა მოუხდა. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილება არ შეცვლილა და დაწესებულებაში სახე დაფარულ ქალბატონებს არ მიესალმებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები