LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ქუჩებიდან რეკლამა გაქრება

36
mayur-x2ftxyarwc4-unsplash

პრაღაში რეკლამა აღარ იქნება, არც კომერციული და არც სოციალური. ქალაქის ქუჩებიდან ყველანაირ რეკლამას აიღებენ, ბანერებს მოხსნიან. რეკლამას აღარ გააკრავენ აღარც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

აქამდე მსგავსი შეზღუდვა ჩეხეთის დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში თუ მოქმედებდა. ამიერიდან კი რეკლამა ქალაქის სხვა რაიონებშიც აიკრძალა.

ახალი აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ქაღალდის პლაკატებს და მათი გაკვრა წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იქნება ნებადართული.
„ვიზუალური ნისლი“(ასე უწოდებენ სპეციალისტები ზედმეტად ბევრ რეკლამას), მერიის აზრით, ქალაქის ისტორიულ სახეს ამახინჯებს და ტურისტებს აფრთხობს. ზედმეტი რეკლამის გამო პრაღის ხედები უინტერესო გახდა პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ პრაღაში ვიზუალურთან ერთად შუქის დაბინძურებასაც ებრძვიან. ქუჩებში „ჭკვიანი“ განათების სისტემები დამონტაჟდება და შუქს მოძრაობის გადატვირთულობის მიხედვით დაარეგულირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები