პრაღის ნაციონალური მუზეუმი 7 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ იხსნება. პირველ მნახველებს ლეგენდარული საგამოფენო სივრცე 28 ოქტომბრიდან მიიღებს. ეს სწორედ ის დღეა, როცა ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებლობის 100 წლიან იუბილეს აღნიშნავს და პირველი გამოფენაც სწორედ რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების მრავალწლიან ისტორიას მიეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს მუზეუმის მხოლოდ რამდენიმე დარბაზი გაიხსნება და ყველა ექსპოზიციის ნახვას ვიზიტორები მხოლოდ 2020 წლიდან შეძლებენ. მუზეუმის რესტავრირებისას სპეციალისტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ 200 წლის წინანდელი დიზაინი ზუსტად შეენარჩუნებინათ და ეს შეეხო როგორც მცირე დეტალებს, ასევე კედლისა თუ იატაკის შეფერილობას.