LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ეროვნული გალერეა მნახველებს უფასოდ მიიღებს

60

პრაღის ეროვნული გალერეა მნახველებს უფასოდ მიიღებს. დაარსებიდან 222-ე წლის იუბილის აღსანიშნავად, ნაციონალური გალერეა რამდენიმე დღით ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს ექსკურსიებს სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 3 და 4 თებერვალს ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ შუა საუკუნეების საგანძური, „აზიის ხელოვნება“, რემბრანდტისა და რუბენსის ნამუშევრები, ბაროკოს ხანის შემოქმედების უზარმაზარი კოლექცია თუ თანამედროვე ხელოვნება – მოდერნი დაათვალიერონ. გარდა ამისა, მსურველებს საინტერესო ლექციები და ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი მასტერკლასებიც ელოდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები