LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ცენტრში ველოსიპედები ვეღარ იმოძრავებენ

41

პრაღის ცენტრში ველოსიპედები ვეღარ იმოძრავებენ. ივლისის ბოლოდან პრაღა ერთში ახალი რეგულაცია ამოქმედდება – დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ქუჩებში შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები ეტაპობრივად გაჩნდება და გზებიც აუცილებლად მოინიშნება. ველოსიპედისტებს არ შეუშვებენ ყველაზე ტურისტულ ადგილებში, ცენტრალურ მოედნებზე, ხიდებზე თუ პარკებში. ხელისუფლების შეფასებით აღნიშნულ მიდამოებში ქუჩები იმდენად ვიწროა, რომ ტურისტები მათ მთლიანად ავსებენ და ველოსიპედებისთვის იქ ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. ბუნებრივია, აკრძალვას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და აქტივისტები აქციებისთვისაც ემზადებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები