პრაღის ცენტრში იან პალახის მოედანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციის ცნობით, არიან დაჭრილები და დაღუპულები.
პრაღის მერის ბოჰუსლავ სვობოდას ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს პრაღის სხვადასხვა საავადმყოფოებში.
პოლიცია გარდაცვლილებისა და დაჭრილების რაოდენობას ჯერჯერობით ვერ ასახელებს. “წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე არიან გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანები,” – წერია პოლიციის განცხადებაში.
ასევე გავრცელდა შეიარაღებული მამაკაცის ფოტო, რომელიც შენობის სახურავზე იმყოფებოდა.