პრაღა გეგმავს, რომ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა ავტომობილებისთვის ფასიანი გახადოს. ამ გზით ქალაქი ტრანსპორტის შემცირებას იმედოვნებს, რამეთუ მანქანები გარემოს აბინძურებენ და ქვეითებს კომფორტულად გადაადგილებაშიც ხელს უშლიან.
გეგმის მიხედვით, ცენტრში გავლილ ავტომობილებს კამერები გააკონტროლებენ და ვინც საფასურს არ გადაიხდის, ჯარიმას გამოუწერენ.
გარდა ამისა, პრაღის ცენტრიდან გაქრება ყველა მიწისზედა პარკინგი და მათ მიწისქვეშა ალტერნატივით ჩაანაცვლებენ.
ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მეოთხედი ტრანსპორტზე მოდის და ავტომობილთა წილი ამ მაჩვენებელში 70%-ია.