LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღა-თბილისი-პრაღა – როდის დაიწყებს ავიაკომპანია Eurowings პირდაპირ ფრენებს 

186
prague

გერმანული ავიაკომპანია Eurowings ჩეხეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ავრცელებს.

მათი ცნობით, პრაღა-თბილისი-პრაღას საჰაერო ხაზზე Eurowings ოპერირებას 30 ოქტომბრიდან შეუდგება.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ, 2023 წლის 30 ოქტომბრიდან, აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Eurowings შეასრულებს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები