საქართველოში ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმაურება.
„პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკას ღრმა რადიკალიზმი განსაზღვრავს და რუსეთის მოქალაქეების იქ ყოფნა უსაფრთხო არაა“, – აცხადებს დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
მისი თქმით, პოზნერის გარშემო განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია.
„პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებული მოვლენები, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო. რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს,“- აღნიშნა ვოლოდინმა.
მისი თქმით, ანალოგიური მოხდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართაც.
„ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა,“- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის მხარდამჭერი ჟურნალისტრის ჩამოსვლას, ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. პოზნერი იძულებული გახდა, საქართველო დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა.
კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი
“სირცხვილია” პოზნერის ვიზიტის გამო დაგეგმილ აქციას დღეს აღარ გამართავს