LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და “სირცხვილიას” უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ: ელენე ხოშტარია

80
ელენე ხოშტარია - ვიდეო

პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, სამართალდამცავების წინააღმდეგობას, პარლამენტის წინ სცენის დადგმასთან დაკავშირებით Facebook-ზე ეხმიანება. როგორც ელენე ხოშტარია წერს, მთავრობის თავხედობას საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს, ამიტომ ის ყველას პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს.

“აგრძელებს მთავრობა თავხედობას. სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ეხლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ რუსთაველზე. უნდა გაეცეთ პასუხი. დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე”, – წერს ელენე ხოშტარია.

პოლიციამ უარი თქვა, სცენას არ გვადგმევინებენ პარლამენტთან: მოძრაობა სირცხვილია