LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუს ცენტრის დიდ ნაწილს ქვეითებს დაუთმობენ

122
Porto

პორტუგალიური ქალაქის, პორტუს მესამედს ფეხითმოსიარულეთა ზონად გადააქცევენ. ამ დროისთვის ქვეითთა სავალი ნაწილი პორტუს ცენტრის 5%-ს თუ იკავებს. რეორგანიზაციის შემდეგ ეს მონაკვეთი 30%-მდე გაიზრდება. ქუჩებში მეტ ხეებს დარგავენ და საზაფხულო კაფეებს გახსნიან.

აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტი ევროპული ქალაქი ცდილობს ქვეითებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს. მაგალითად, ანალოგიური ინიციატივები უკვე ჰქონდათ ვილნიუსსა და მილანში.

პორტუს სიახლის ერთ-ერთი მიზანია ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის შემცირება და გლობალური დათბობისთვის ხელის შეშლა.
2050 წლისთვის ევროპაში მავნე გამონაბოლქვი იმდენად უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ მისი შთანთქმა ბუნებრივად შეძლოს და გარემოც არ დაზიანდეს.

პორტუგალია გეგმავს, რომ გამონაბოლქვის ნულოვან დონეს 2045 წლისთვის მიაღწიოს – ანუ ევროპულ გეგმაზე 5 წლით ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები