LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში უფროსებს სამსახურის შემდეგ თანამშრომლებისთვის მიწერა აეკრძალათ

57
-121538665-manonphone

პორტუგალიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ უფროსებს თანამშრომლებთან ყოველგვარი კომუნიკაცია ეკრძალებათ, იქნება ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება თუ მეილი.

BBC-ის ინფორმაციით, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება ყველა კომპანია, სადაც 10-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ახალი კანონის მიხედვით, იმ თანამშრომლებს, რომელთაც ერთი ან რამდენიმე შვილი ჰყავთ, უფლება აქვთ დისტანციურად იმუშაონ, თანაც განუსაზღვრელი ვადით და ამისათვის უფროსის წინასწარი თანხმობაც აღარ სჭირდებათ.

თავის მხრივ კომპანიებს მოუწევთ, რომ ასეთ ადამიანებს მეტი ხელფასი გადაუხადონ, რამეთუ სახლში ყოფნით მათი კომუნალური ხარჯი აუცილებლად გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები