პორტუგალიამ „ტურისტული ოსკარი“ მიიღო. უკვე მეორე წელია, საერთაშორისო პრემია World Travel Awards Europe პორტუგალიას საუკეთესოდ აღიარებს და მას ევროპის „მთავარ ტურისტულ მიმართულებად“ ასახელებს. მთლიანობაში ქვეყანამ წელს 36 ჯილდო მოიპოვა, რაც მთლიანი ნომინაციების მესამედზე მეტია. პორტუგალია პირველ ადგილს – „საუკეთესო კუნძულის – მადეირას“ თუ „საუკეთესო ქალაქის – ლისაბონის“ დამსახურებითაც იკავებს. რამდენიმე ჯილდო მიიღო ასევე საბერძნეთმაც და მათ შორის აღსანიშნავია „საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე დასვენებისთვის“, რომელშიც ათენმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ტურისტული ოსკარი“ 1993 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულებს მოგზაურთა შეფასებებზე დაყრდნობით ავლენენ ხოლმე.