LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიამ 4-დღიანი სამუშაო კვირის დატესტვა დაიწყო

114
107020290-Lisbon_Explainer_Site_Thumb4_PS

პორტუგალიაში 4 დღიანი სამუშაო კვირის დატესტვა დაიწყეს და ამ ინიციატივას სახელმწიფო მთლიანად დააფინანსებს.

მომავალი 6 თვის განმავლობაში 39 კერძო დაწესებულებაში საპილოტე პროექტს დაიწყებენ და დასაქმებულებს სამსახურში სიარული კვირაში მხოლოდ 4 დღე მოუწევთ.

დამსაქმებლები მზად არიან თანამშრომლებს სამუშაო საათები ისე შეუმცირონ, რომ ეს მათ ანაზღაურებაზე არ აისახოს. ანუ იმოქმედებს მოდელი 100-80-100, რაც იმას ნიშნავს რომ დასაქმებულები მიიღებენ 100%-იან ანაზღაურებას და საქმეს 100%-ის ნაცვლად 80%-ით შეასრულებენ, წერს CNBC.

ექსპერიმენტში მონაწილე დაწესებულებების უმრავლესობა სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროს წარმოადგენს, თუმცა პროგრამაში ჩაერთვებიან ასევე მოხუცებულთა სახლი და არაკომერციული სფეროს წარმომადგენელი ფირმები.

კომპანიებს სურთ გაიგონ, დაეხმარება თუ არა სამუშაო კვირის შემცირება თანამშრომლებს სტრესის შემცირებასა და საქმის უკეთ შესრულებაში. მკვლევრებს ასევე სურთ დაადგინონ, თუ რა გავლენას იქონიებს 4 დღიანი სამუშაო კვირა ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ბელგიაში, ისლანდიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები