LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტლენდმა 5 წლის მძიმედ დაავადებულ ბავშვან კონტრაქტი გააფორმა (ვიდეო)

23

ESPN-ის ინფორმაციით, MLS-ის კლუბმა ”პორტლენდ თიმბერსმა” 5 წლის მძიმედ დაავადებულ ფანთან კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის თანახმად 5 წლის დერეკ ტელესს, რომელმაც ტვინის სიმსივნის გამო სამი ოპერაცია გადაიტანა, გუნდის უახლოესი საშინაო მატჩის განაცხადში შეიყვანენ.

დერიკი მონაწილეობას მიიღებს წინასამატჩო ღიონიძიებებში და გუნდთან ერთად იქნება ჰიმნის შესრულების დროს.

კონტრაქტი საერთშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, Make-A-Wish-ის ხელშეწყობით გაფორმდა. აღნიშნული ორგანიზაცია სასიკვდილო სენით დაავადებული ბავშვების ოცნებების ასრულებას ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები