ელექტროქარმა Porsche Taycan ახალი რეკორდი დაამყარა, თუმცა ეს რეკორდი ოფიციალურად აღიარებული ჯერ არ არის. რეკორდის სახელწოდება ასეთია: ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მონახულებაც ელექტროქარმა 24 საათში შეძლო. გამოცემა What Car?-ის ჟურნალისტებმა 14 ქვეყანა მოინახულეს და მთლიანობაში 1930 კილომეტრი გაიარეს. ამასთან, ამ მანძილის დასაფარად მათ 7-ჯერ მოუწიათ გაჩერება, რათა ელექტროქარი დაემუხტათ.
ბრიტანული გამოცემის What Car? ჟურნალისტებმა 24 საათში რეკორდული რაოდენობის ქვეყნები მოიარეს. თავიდან 13 დანიშნულების ნახვა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მათი რაოდენობა ერთით გაიზარდა. მიღწევა ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა როგორც რეკორდის ავტორები აცხადებენ, ეს უბრალოდ დროის საკითხია.
ჟურნალისტებს იმის ჩვენება სურდათ, რომ ევროპაში მოგზაურობა ელექტროქარითაცაა შესაძლებელი. მათი მარშრუტი ასე გამოიყურებოდა: ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი,იტალია, ავსტრია, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია და სერბეთი.