LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Taycan-მა აშშ რეკორდულ დროში გადაკვეთა

46
0f7da0f1146918a2c15bda270ec48a13fa8b9c4d

ელექტრონულმა სედანმა Porsche Taycan ახალი რეკორდი დაამყარა, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთ სანაპირომდე რეკორდულად მცირე დროში მივიდა. გერმანულმა ელექტროქარმა დამუხტვაზე 2,5 საათზე ნაკლები დახარჯა და ეს მიღწევა გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად დააფიქსირა.

წინა რეკორდი კორეულ ელექტრომობილს, Kia EV6-ს ეკუთვნოდა და ანალოგიური მარშრუტის გავლის დროს ავტომობილმა დასამუხტ სადგურთან 7 საათზე მეტი დრო გაატარა.

„პორშემ“ მთლიანობაში 4562 კილომეტრი გაიარა – ნიუ-იორკის მერიის შენობიდან კალიფორნიის შტატამდე, ლოს-ანჯელესის მერიის შენობამდე. მოგზაურობის დროს ელექტრომობილმა დასამუხტ სადგურებთან ზუსტად 2 საათი, 26 წუთი და 48 წამი დაყო.

რეკორდის დამყარების დროს ავტომობილის საჭესთან უეინ გერდესი იჯდა, გერდესი რეკორდების დამყარების მიზნით არაერთ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. რაც შეეხება უსწრაფეს Taycan-ს, ის ჩვეულებრივი სერიული მოდელი იყო, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული ოფციები არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები