გერმანული ბრენდი Porsche უკვე მეექვსე წელია საუკეთესო ლუქს ბრენდის წოდებას იღებს. ბრიტანულმა სააგენტო Brand Finance-მა მაღალი კლასის სეგმენტის საუკეთესო ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და „პორშე“ ისევ პირველ ადგილზე მოხვდა. გასულ წელს კომპანიის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და 36,76 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით საავტომობილო ბრენდმა ორ ლიდერს – Louis Vuitton-სა და Chanel-ს აჯობა.
ათ საუკეთესო ლუქს ბრენდში Porsche-ს გარდა მხოლოდ ერთი ავტომწარმოებელი შევიდა. ესაა Ferrari, რომელიც ტოპ-10-ს 7,42 მილიარდ დოლარიანი მაჩვენებლით ასრულებს.
Brand Finance-მა ასევე აღნიშნა იტალიური მწარმოებელი Lamborghini, რომელიც ყველაზე სწრაფად მზარდი საავტომობილო ბრენდი გახდა, მისი ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 2,2-ჯერ გაიზარდა. წელს Lamborghini მე-18 პოზიციას იკავებს.