LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს ელექტროქარი: როგორ აღნიშნეს საავტომობილო ბრენდებმა 1 აპრილი

57

პირველ აპრილს ავტომწარმოებლებს ხშირად არაორდინალური და საინტერესო აზრები მოსდით.

Scania-მ შორი მოგზაურობების მოყვარულებს ახალი უსაფრთხოების სისტემა DREAM-ის შეფასება შესთავაზა. თანამედროვე სატვირთოს სალონში არის სენსორები, რომლებიც მძღოლის დაღლილობის ხარისხს აკონტროლებენ. თუკი დააფიქსირდება, რომ მძღოლის ყურადღება მოდუნებულია, ეკარნზე გაფრთხილების ნიშნად ყავის ფინჯანი გამოვა. მძღოლები აღნიშნულ სიგნალზე ხშირად რეაგირებას არ ახდენენ, ამიტომ Scania-მ უსაფრთხოების აღნიშნული სისტემის გაძლიერება გადაწყვიტა: სიგნალის აქტივაციის შემთხვევაში, მძღოლს შეუძლია საჭეზე ღილაკს დააჭიროს, რომელიც ყავის არომატს გადმოაფრქვევს.

თავის მხრივ, ფორმულა ერთის გუნდმა Mercedes-AMG F1 მწუხარებით განაცხადა, რომ ლუის ჰემილტონმა საჩემპიონო რბოლის მიტოვება გადაწყვიტა. თუმცა, გერმანელები დარწმუნებულები არიან, რომ ჰემილტონი მომავალ წელს მათი ბოლიდის საჭეს დაუბრუნდება.

Porsche-მ გადაწყვიტა, რომ ბენზინის, დიზელისა და ელექტრო სედანებით, ქროსოვერებით, ჰეთჩბეკებით, უნივერსალებითა და სატვირთოებით ვეღარავის გააოცებენ და ამიტომ სპორტული ელექტრო ტრაქტორის შემუშავება გადაწყვიტა. მას დამაინტრიგებელი სახელწოდება აქვს: Mission E tractor.

როგორც ჩანს, Aston Martin-მა დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ რაღაც ახალი უნდა მოსინჯოს და მონსტრ-თრაქი Sparta წარმოადგინა, რომელიც DBX-ის ბაზაზე ააწყო.

კომპანია MG კი დიზელის საწვავის ნაცვლად ცხვრის ბეწვის გამოყენება გადაწყვიტა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

ჩეხურმა Skoda კი გადაწყვიტა ჭკვიანი თავის მისადებები შეიმუშავოს, რომლებშიც ხმის გამაძლიერებლებია ჩამონტაჟებული. ისინი სალონში სხვა ხმებს შთანთქავენ, მაგალითად ბავშვების ტირილს.

„ჩვენ 1 000 ოჯახის მონაწილეობით, 10 000 მილის დისტანციაზე ექსპერიმენტი ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ 80 დეციბელი – მტვერსასრუტის ხმის ექვივალენტი მშობლებისთვის აუტანელია“ – ამბობს სპეციალური პროეტქების ხელმძღვანელი აპრელ ფიორსტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები