LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ სათამაშო ავტომობილები უკან გაიწვია

89

Porsche-მ უჩვეულო სასერვისო კამპანიის შესახებ განაცხადა. გერმანელმა მწარმოებელმა 1 700 ხის სათამაშო სერიიდან My First Porsche – Wooden Cars, უკან გაიწვია. მიზეზი კი ბორბლების არასაიმედო დამაგრება გახდა, რის გამოც შესაძლოა ბავშვს ის პირში ჩაედო და გადაეყლაპა.

გაწვევას ცისფერ ფერში შეღებილი სათამაშოები ექვემდებარება. სულ ასეთი 2030 ერთეულია გაყიდული. მყიდველებს რეკომენდაციას უწევენ, დაუყონებლივ შეწყვიტონ მათი გამოყენება, დაუკავშირდნენ Porsche-ს ადგილობრივ დილერს და თანხა უკან დაიბრუნონ.

Porsche-ს ხის მანქანები, რომელთა სიგრძე 101,6 მილიმეტრია, სიმაღლე კი 38,5 მილიმეტრი, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტამდეა რეალიზებული. თითოეული მათგანის ფასი 25 დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები