LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ ნამდვილი 911 საბავშვო მანქანად გადააქცია

29
porsche-911

მაიამის ხელოვნების მუზეუმში 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე Porsche 911-ის ძალიან უცნაური ვერსიის ნახვა იქნება შესაძლებელი. გერმანელმა ავტომწარმოებელმა შოტლანდიელ ხელოვანთან, კრის ლაბრუემთან ერთად სკულპტურა „დიდი ოცნება“ შექმნა. თანამედროვე ხელოვანის ქმნილებამ ყველა ადამიანში მცხოვრები პატარა ბავშვი უნდა გააღვიძოს, ბავშვი რომელიც უკვე გაზრდილია და მასთან ერთად მისი საყვარელი სათამაშოც გაიზარდა.

უჩვეულო სკულპტურა წარმოადგენს ქვიშაში ჩაფლულ უზარმაზარ ყვითელ არსებას, რომელსაც სარბოლო ჩაფხუტი ახურავს და ხელში ნამდვილი Porsche 911 Carrera 4S უკავია. თეთრი სპორტქარი უზარმაზარი ფიგურის ფონზე მართლაც სათამაშოს ჰგავს და ზრდასრულ ადამიანებს ოცნების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები