LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ გადამყიდველებთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა

115
porsche

„პორშემ“ გადამყიდველებთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა. როგორც ბრენდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, საიუბილეო სპეც-ვერსიის S/T-ის მყიდველებთან არენდის ხელშეკრულებას  გააფორმებენ. ლიმიტირებულ კუპეზე მოთხოვნა მოწოდებაზე მაღალი აღმოჩნდა, ამიტომ გერმანულმა მწარმოებელმა გადამყიდველთა წინააღმდეგ უპრეცედენტო ზომების მიღება გადაწყვიტა.

სპორტქარის სრულუფლებიანი მფლობელები კლიენტები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდებიან.

Porsche 911 S/T-ის ტირაჟი 1963 ეგზემპლარით შემოიფარგლება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის ამაზე ბევრად ნაკლები მანქანა დაჯავშნეს. აშშ-ში მყიდველებს მოუწევთ, რომ ავტომწარმოებლის პირობას დათანხმდნენ – თავიდან კლიენტები სპორტქარს დროებით მფლობელობაში მიიღებენ, მისი სრულად განკარგვის უფლება კი მხოლოდ 12 თვის შემდეგ ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები