LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 911-მა ავტობანზე 356 კმ/სთ სიჩქარით გაიარა (ვიდეო)

32

ყველაზე ექსტრემალურმა Porsche 911-მა ავტობანზე 356 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. გამოცემა „Sport Auto”-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სპორტქარის მოძრაობაა აღბეჭდილი. ზოგადად, GT2 RS-ის GPS-ის მიხედვით, მისი მაქსიმალური სიჩქარე 342 კმ/სთ-შია, ხოლო ოფიციალური აღწერილობის მიხედვით კი მაქსიმალურ სიჩქარედ მხოლოდ 340 კმ/სთ სახელდება. თუმცა, სუპერქარმა დაამტკიცა, რომ მას ბევრად მეტის 356კმ/სთ-ს განვითარებაც შეუძლია და რაც ყველაზე საინტერესოა, ავტომობილს ამისთვის მხოლოდ 58 წამი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ Porsche 911 3,8 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და პირველი 100 კმ/სთ-ის ასაკრებად მხოლოდ 2,8 წამი სჭირდება. მოდელმა პირველი რეკორდი სექტემბრის თვეში დაამყარა, როცა ნიურბურგრინგის ტრეკი სულ რაღაც 6 წუთსა და 47,3 წამში გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები