ცნობილი ტრანსგენდერი კეიტლინ ჯენერი ამჯერად ლოს-ანჯელესში გამოჩნდა. რელითი-შოუს ვარსკვლავი პიკნიკიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ის ფოტოგრაფებმა ახალ Porsche 911-თან გადაიღეს. მანქანების მოყვარულმა ჯენერმა მასში 176 ათასი დოლარი გადაიხადა.
ყოფილი ოლიმპიელი თეთრ პოლოს მაისურსა და მოკლე ლურჯ ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი და ჩოგბურთელს გავდა. ბოლო დროს ის ამ სტილის სამოსში ხშირად ჩნდება, რამაც მედიაში გააჩინა ეჭვი, რომ ის მარია შარაპოვას ბაძავს.