LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 6 მილიარდ ევროს ჰიბრიდებსა და ელექტროქარებზე დახარჯავს

67

კომპანია Porsche სამოდელო რიგის ელექტროფიკაციისათვის საინვესტიციო თანხას გააორმაგებს და 6 მილიარდ ევრომდე დახარჯავს. ამ თანხის გახარჯვა 2022 წლამდე იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭომ ბოლოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მთლიანობაში დაახლოებით მილიარდი ევრო უკვე არსებული მოდელების ელექტრო და ჰიბრიდული მოდიფიკაციებისთვის არის გათვალისწინებული.

500 მილიონი ევრო ელექტროქარ Mission E-ს სერიულო წარმოებამდე მიყვანას მოხმარდება. 700 მილიონი კი ახალი ტექნოლოგიების, დასამუხტი ინფრასტრუქტურისა და „ჭკვიანი“ ელექტრონული სისტემების შემუშავებას დასჭირდება. კიდევ რამდენიმე ასეულს კი საწარმოს გაფართოებაში ჩადებენ.

ცუფენჰაუზენში ამჟამად შესაღებ და ასაწყობ ქარხანას აღადგენენ, ასევე სპეციალური ტრანსპორტერი მზადდება, რომელიც შეღებილ ძარებს და ძრავებს საბოლოო მონტაჟის ზონაში გადაიტანს. გარდა ამისა, ხდება ძრავების საწარმოს მოდერნიზება და გაფართოვდება ვაისახის კვლევითი ცენტრი.

ამ დროისათვის Porsche Audi-სთან, BMW-სთან, Daimler-თან და Ford-თან ერთად უკვე მონაწილეობს პროექტ Ionity-ში. მისი მიზანია 2020 წლისთვის 400 მაღალ მწარმოებლური სწრაფი დასამუხტი სადგურების ამუშავება მთავარ ევროპულ მაგისტრალებთან ახლოს. ასევე, მსგავსი დასამუხტი სადგურები გერმანული მარკის სადილერო ცენტრების ტერიტორიებზეც იქნება განლაგებული.

Porsche-ს ერთ-ერთი ბოლო ეკომოდელი ჰიბრიდული პანამერა გახდა. მას 680 ცხენის ძალიანი ძრავი აქვს. ავტომობილს მხოლოდ ელექტროგაწევით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები