LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოროშენკომ ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა – იულია ტიმოშენკო

85

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოს, განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევა უნდა, რათა პასუხისგებაში მისცენ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საზღვრის გადაკვეთის გამო.

ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა გაანადგუროს ჩვენი გუნდი და პირადად მე. პრეზიდენტმა მოითხოვა პარლამენტში დაუყოვნებლივ შეიტანონ წარდგენა ჩემთვის დეპუტატის ხელშეუხლებლობის მოხსნის შესახებ. მან, ასევე, მოითხოვა ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა იმის გამო, რომ მე, თითქოსდა, არაკანონიერად გადავკვეთე უკრაინის საზღვარი. შესაბამისად, მას არ უნდა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამიშვას,“  – განაცხადა იულია ტიმოშენკომ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ტიმოშენკოს თქმით, თავად მზად არის, განცხადება დაწეროს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები