არგენტინის ხელისუფლება უცხოელ მოგზაურებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული – რესპუბლიკაში შესვლის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის საემიგრაციო სამინისტრო ავრცელებს.
ამიერიდან პოპულარული დანიშნულების მონახულების მსურველებს არც ვაქცინაციის სერტიფიკატის ქონა და არც პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხი არ მოეთხოვებათ. საკმარისია სტანდარტული სამედიცინო დაზღვევა და ფრენამდე 48 საათით ადრე შევსებული ჯანმრთელობის დეკლარაცია.
ამასთან, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ აუცრელმა ტურისტებმა ჩაფრენიდან 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ტესტი აიღონ, ესეც ყოველი შემთხვევისთვის.