LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული ოჯახების საგვარეულო წყევლა (ფოტო)

898

ფაქტები, რომლებსაც დღეს მოვუყარეთ თავი, მსოფლიოს პოპულარულ ოჯახებსა და გვარებს ეხება. ესაა ისტორიები, რომლებიც ამ ოჯახებს სხვადასხვა დროს გადახდა და რომელთა დიდი ნაწილი საიდუმლოებებით არის მოცული. ტრაგედია, რომელიც ამ ოჯახებში დატრიალდა ყველამ იცის, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რა გახდა ამ ტრაგიკული ჯაჭვის მიზეზი.

  1. კენედი

ამ საბედისწერო ოჯახის ტრაგედიას „კენედების წყევლა“ უწოდეს. ჯოზეფ კენედი უფროსის ოთხი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გარდაიცვალა. პირველი ვაჟი, ჯოზეფ კენედი უმცროსი სამხედრო მფრინავი იყო და ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ჯონ კენედი, რომელიც გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, 1963 წელს მოკლეს. თავად პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ჟაკლინ კენედის 2 შვილი ასევე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. უფროსი გოგონა დაბადების დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ჯონ კენედი კი 39 წლის ასაკში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამჯერად ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე ადვოკატი და მწერალი, კეროლაინ კენედია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯონ კენედის და როზმარი, რომელმაც 23 წლის ასაკში ურთულესი დაავადება გადაიტანა და დღემდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. კიდევ ერთი და, კეიტლინი კი 28 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

კიდევ ერთი კენედების გვარიდან, რობერტ კენედი ჯონ კენედის მკვლეობიდან 5 წლის შემდეგ მოკლეს. რობერტის ვაჟი დევიდი კი 28 წლის ასაკში კოკაინის ჭარბი დოზით  გარდაიცვალა.

1

  1. ონასისი

ცნობილ ბერძნულ კლანს ასევე დაწყევლილს უწოდებენ. 1968 წელს ამ ოჯახში შევიდა ჟალკინ კენედი. ოჯახის უბედურებას კი მარია კალასს აბრალებენ, რომელიც არისტოტელე ონასის საყვარელი იყო. ბიზნესმენის პირველი მეუღლეც 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ამის მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალმა თავი მოიკლა. არისტოტელსა და ჟაკლინს საერთო შვილები არ ჰყოლიათ და კლანის ერთადერთი მემკვიდრე 31 წლის აფინა რუსელია.

2

  1. ჰემინგუეი

ნობელის პრემიის ლაურეატმა ერნესტ ჰემინგუეიმ სიცოცხლე თვითმკვლელობთ 61 წლის ასაკში დაასრულა. ამის მიზეზი დეპრესია გახდა. ასევე დაასრულა სიცოცხლე მწერლის მამამ, რომელსაც ფანტასტიური ცხოვრება ჰქონდა. სუიციდი გახდა ჰემინგუეის ოჯახის სხვა წევრების გარდაცვალების მიზეზიც. მწერლის შვილიშვილმა, მოდელმა და მსახიობმა მარგო ჰემინგუეიმ 42 წლის საკში თავი მოიწამლა.

3

  1. განდი

პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი ინდოეთის ისტორიაში და რიგით მეორე მსოფლიო ისტორიაში. ინდირა განდი საკუთარმა მცველებმა მოკლეს. ინდირა განდის უფროსი ვაჟი ასევე გახდა თავდასხმის მსხვერპლი. 1991 წელს ის თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ააფეთქა. უმცროსი შვილი კი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ბევრი ამბობს, რომ ამ წყევლის მიზეზი კანონების უხეში დარღვევაა.

4

  1. ლი

33 წლის ბრიუს ლის გარდაცვალების მიზეზი ტკივილგამაყუჩებელი გახდა, რომელმაც თავის ტვინში ჩაქცევა გამოიწვია. სიკვდილის მიზეზი ბოლომდე დაუდგენელია. არის ვერსია, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი. გარდაცვალებამდე ბრიუს ლი მუშაობდა ფილმზე „სიკვდილის თამაში“, რომელიც რეჟისომა რობერტ კლაუზემ დაასრულა. ასევე საბედისწერო აღმოჩნდა ბრიუს ლის ვაჟისთვის ფილმი „არწივი“. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს დაიღუპა.

5

  1. ბრანდო

მსახიობ მარლონ ბრანდოს დედა ალკოჰოლიკი გახლდათ. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება გახდა ბრანდოს პირველი ცოლის გარდაცვალების მიზეზიც. მარლონ ბრანდოს ვაჟი, დევი ასევე იყო ნარკოდამოკიდებული და აფექტურ მდგომარეობაში დის ქმარი მოკლა. ის პატიმრობის დროს 49 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. მისი და კი დეპრესიის ნიადაგზე შეურაცხადი გახდა და სიცოცხლე თვითმკვლელობთ დაასრულა.

6

  1. გუჩი

45 წლის მარუციო გუჩის ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა. დიზაინერი 1995 წელს მილანში მოკლეს. მის სიკვდილში ჯერ იტალიურ მაფიას ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ კი მკვლელობის დამკვეთი მისი ყოფილი მეუღლე, პატრისია აღმოჩნდა. მას ეშინოდა, რომ ახალგაზრდა საყვარელზე დაქორწინების შემთხვევაში გუჩი მას მემკვიდრეობის გარეშე დატოვებდა. პატრისიას 29 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და მან რამდენჯერმე უარი თქვა აპელაციაზე. ამბობენ, ყველა იურისტს , ვინც გუჩის საქმეს ხელი მოკიდა,  პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

7

  1. რომანოვები

ამ გვარის წყველა უფრო ლეგენდაა, ვიდრე სინამდვილე. ამბობენ, რომ ამის მიზეზი მარინა მნიშეკის შვილის მკვლელობაა. სინამდვილეში კი მამაკაცებს რომანოვების გვარიდან ძალზედ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდათ. თავად მიხაილ რომანოვი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი 10 შვილიდან 6 ადრეულ საკში დაიღუპა. მისი გოგონებიდან არც ერთი არ გათხოვილა და ვაჟებიდან მხოლოდ პეტრე პირველი გადარჩა. ამ უკანასკნელის ვაჟი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს და ის მალევე გარდაიცვალა. ამდენად, პეტრე პირველი მემკვიდრის გარეშე დარჩა. ეკატერინე მეორის შვილი პაველი ოფიცრებმა საკუთარ სასახლეში მოკლეს, მისი შვილი ალექსანდრ პირველი კი ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ ჰყოლია. ტახტის მემკვიდრე მისი ძმა ნიკოლაი პირველი გახდა, რომლის შვილი ალექსეი მეორე, ტერორისტებმა მოკლეს. ნიკოლაი მესამემ მხოლოდ 50 წლამდე იცხოვრა, მის შვილი ბედი კი უცნობია.

8